суббота, 14 марта 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
შევქმენი  ჩემი პროექტის პირველი მონახაზი ,გავიხსენე
snipping tools-ის გამოყენება.ვისაუბრეთ უკუკავშირზე,მის მნიშვნელობასა და სწორად გამოყენებაზე.ვისაუბრეთ
საავტორო უფლებებზე.

ტრენინგის მეოთხე დღე
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების 
მნიშვნელობაზე,გავარჩიეთ მაგალითები,ვნახეთ რუბრიკები.ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვის.ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა პროექტისათვის.
ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე და მეთოდებზე და მოვარგეთ ჩემს პროექტს.მოვიფიქრე საკვანძო კითხვები
ჩემი პროექტისათვის.

ტრენინგის მესამე დღე
ვისაუბრეთ,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტს,როგორც სასწავლო მეთოდს,რადგან მოსწავლეებს
უვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს.ბლოგში მუშაობა უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის.ვისწავლე 
ბუკლეტის შექმნა,ბლოგში სურათის ატვირთვა და კომენტარების გაკეთება.




ტრენინგის პირველი და მეორე დღე
მომეწონა პირველი და მეორე დღე,რადგან გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ნავიგაციით სარგებლობას.გავეცანი საქაღალდეების სტრუქტურას და შევქმენი  ბუკში ჩემი საქაღალდე,რომელშიც ჩავალაგებ
ჩემს მიერ შექმნილ რესურსებს.
ვისაუბრეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესზე,ასევე მესამე კლასის სტანდარტის შესახებ.

გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი.შევქმენი ჩემი ბლოგი.
მოკლედ რომ ვთქვათ,ბევრი სიახლე ვისწავლე,რაც ჩემს
მუშაობას გახდის საიტერესოს და სასარგებლოს.